საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგ-კურსი „მონაცემთა ვიზუალიზაცია EXCEL-ის გარემოში“

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკასა და ბიზნესში  ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა ადმინსტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ატარებს ტრეინიგ კურსს  „მონაცემთა ვიზუალიზაცია  EXCEL-ის გარემოში“. ტრენინგ- კურსის მიზანია ექსელის მომხმარებელმა კურსის გავლის შედეგად  შეძლოს მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა წარდგენა, კონსოლიდაცია, ანალიტიკა და პროგნოზირება.

ტრენინგ-კურსი განკუთვნილია  ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის. კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეუძლია: საფინანსო-ეკონომიკური გათვლების შესრულება; საფინანსო-ეკონომიკურ მონაცემთა გრაფიკული წარმოდგენა და დამუშავება; Excel-ის გამოყენებით ეკონომიკური და ბიზნეს ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო მონაცემთა ანალიზი და დამუშავება (დინამიური ცხრილები, ოპტიმიზაცია, პროგნოზირება და ა.შ.).

დისტანციური ტრენინგ- კურსის მონაცემთა ვიზუალიზაცია EXCEL-ის გარემოში“ ჩატარების თარიღია 15/11/21-19/11/21

იხ. ჩატარების განრიგი (გეგმა გრაფიკი) 

თარიღი: 26/10/2021